უკრაინის საელჩო: გილოცავთ სახელმწიფო დროშის დღეს, ერთად ჩვენ უფრო ძლიერები ვართ

უკრაინის საელჩო: გილოცავთ სახელმწიფო დროშის დღეს, ერთად ჩვენ უფრო ძლიერები ვართ

უკრაინის საელჩო საქართველოს მოქალაქეებს სახელმწიფო დროშის დღეს ულოცავს. მილოცვის ტექსტს საელჩო სოციალურ ქსელში აქვეყნებს.

"ძვირფასო ქართველო ძმებო!

გულწრფელად გილოცავთ საქართველოს სახელმწიფო დროშის დღეს!
ერთად ჩვენ უფრო ძლიერები ვართ!"წერს საელჩო.

დღეს, 14 იანვარს საქართველოში სახელმწიფო დროშის დღე აღინიშნება.