
დღეს უკრაინის პარლამენტმა დაამტკიცა ახალი მთავრობა, რომელსაც პრემიერ-მინისტრის რანგში იულია სვირიდენკო უხელმძღვანელებს.
სვირიდენკო, რომელიც აქამდე ეკონომიკის მინისტრისა და ვიცე-პრემიერის თანამდებობას იკავდება პოსტზე დენის შმიჰალი ჩაანაცვლა. მას ხმამ უკრაინის პარლამენტის 262-მა წევრმა დაუჭირა მხარი (22 წინააღმდეგი, 26-მა თავი შეიკავა).
"ჩვენი მთავრობა გზას ადგას ისეთი უკრაინისკენ, რომელიც მტკიცედ დგას საკუთარ - სამხედრო, ეკონომიკურ და სოციალურ საფუძვლებზე. ჩემი მთავარი მიზანია რეალური, დადებითი შედეგები, რომლებსაც ყველა უკრაინელი იგრძნობს ყოველდღიურ ცხოვრებაში", - თქვა სვირიდენკომ.
დენის შმიჰალი კი უკრაინის თავდაცვის მინისტრის თანამდებობას დაიკავებს.
გარდა ამისა, ვიცე-პრემიერი ოლჰა სტეფანიშინა ზელენსკიმ აშშ-ში თავის ახალ სპეციალურ წარმომადგენლად დანიშნა.
"ამ სტატუსით, ოლჰა იმუშავებს ამერიკასთან ურთიერთობებში იმპულსის შესანარჩუნებლად", - თქვა ზელენსკიმ.
ცვლილებები შეეხო შემდეგ სამინისტროებსაც: