უკრაინაში დაღუპული ქართველი მებრძოლი ვახტანგ ბარაბაძე სამშობლოში გამთენიას ჩამოასვენეს.
45 წლის მებრძოლი 4 აპრილს ბახმუტის შემოგარენში საარტილერიო თავდასხმის დროს დაიღუპა. ოჯახის წევრების ინფორმაციით, ის უკრაინაში 14 სექტემბერს წავიდა და საბრძოლო მოქმედებებში მარტიდან ჩაერთო.
ცხედარს თბილისში დაღუპულის ოჯახის წევრები, მეგობრები და რიგითი მოქალაქეები დახვდნენ.
ვახტანგ ბარაბაძეს 3 ივნისს დაკრძალავენ.
რუსეთის უკრაინაში შეჭრისა და სამხედრო აგრესიის დაწყებიდან დღემდე ოკუპანტებთან ბრძოლას საქართველოს 42 მოქალაქის სიცოცხლე ემსხვერპლა.