უკრაინაში დაღუპული ქართველი მებრძოლი, თენგიზ ჭანაია საქართველოში ჩამოასვენეს

უკრაინაში დაღუპული ქართველი მებრძოლი, თენგიზ ჭანაია საქართველოში ჩამოასვენეს.

სამხედრო 22 მარტს ავდეევკასთან რუსების მიერ განხორციელებულ სარაკეტო იერიშს ემსხვერპლა.

თენგიზ ჭანია აფხაზეთიდან დევნილია და იგი აფხაზეთისა და აგვისტოს ომებში იღებდა მონაწილეობას.

ცნობილა, რომ მას განმუხურში დაკრძალავენ.

უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიან ომს ჯამში 62 ქართველი მებრძოლის სიცოცხლე ემსხვერპლა.