თუშეთის გზაზე მანქანა სიმაღლიდან გადავარდა. შემთხვევის შედეგად დაიღუპა ერთი ადამიანი, ერთი კი დაშავდა. ინფორმაცია ფორმულას შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს.
მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.