
თურქეთიში სტამბოლის დაკავებული მერის, ექრემ იმამოღლუს ადვოკატი, მეჰმედ ფეჰლივანი დააკავეს.
ამის შესახებ ინფორმაცია მთავარი ოპოზიციური პარტიის, CHP-ის დეპუტატმა, თურან ტასკინ ოზერმა გაავრცელა და თქვა, რომ იმამოღლუს ადვოკატი "შეთხზული მიზეზების გამო" დააპატიმრეს.
ექრემ იმამოღლუ 19 მარტს დაააკვეს. 23 მარტს წინასწარი პატიმრობა კორუფციის ბრალდების გამო მიუსაჯეს, შინაგან საქმეთა სამინისტრომ კი უფლებამოსილება შეუჩერა.
სტამბოლის პროკურატურის განცხადებით, რომელსაც სახელმწიფო სააგენტო Anadolu ავრცელებს, იმამოღლუსა და მის გარემოცვას დანაშაულებრივი ორგანიზაციის წევრობას, გამოძალვას, ქრთამის აღებასა და თაღლითობას ედავებიან.
იმამოღლუს მხარდამჭერები მის დაკავებას პოლიტიკურად მოტივირებულად მიიჩნევენ და თურქეთის მთავრობის მიერ ოპოზიციაზე ზეწოლის ნაწილად აღიქვამენ. მათი აზრით, ეს ქმედება მიზნად ისახავს პრეზიდენტ ერდოღანის ყველა შესაძლო კონკურენტის ჩამოშორებას მომავალი საპრეზიდენტო არჩევნების წინ.
სტამბოლის საკრებულომ ქალაქის მერის მოვალეობის შემსრულებლად ნური ასლანი დანიშნა.
ასლანის კანდიდატურამ ოპოზიციური რესპუბლიკური სახალხო პარტიიდან (CPH) 177 ხმა მოიპოვა, ხოლო მისმა კონკურენტმა, ზეინელ აბიდინ ოკულმა მმართველი სამართლიანობისა და განვითარების პარტიიდან (AKP) 125 ხმა მიიღო.