ცოტნე დადიანის ქუჩაზე დაპირისპირება მოხდა - არიან დაჭრილები

ცოტნე დადიანის ქუჩაზე დაპირისპირება მოხდა - არიან დაჭრილები

თბილისში, ცოტნე დადიანის ქუჩაზე სისხლიანი დაპირისპირება მოხდა, რის შედეგადაც 2 ადამიანი დაიჭრა, მათ შორის ქუჩაში გამვლელი.

ფორმულას ინფორმაციით, დაპირისპირებაში 10-ზე მეტი ადამიანი მონაწილეობდა. შემთხვევა გვიან ღამით მოხდა. მხარეები ერთამენთს წარსულში არსებული კონფლიქტის გამო დაუპირისოირდნენ. კონფლიქტში მონაწილე დაჭრილ კაცს ჯერ დანით, შემდეგ კი ცეცხლსასროლი იარაღით გაუსწორდნენ. მას ოპერაცია უკვე ჩაუტარდა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.