ცხოვრება ავარიულ შენობაში

სოციალურად დაუცველი ოჯახების მძიმე საცხოვრებელი პირობები. ქობულეთში, ყოფილი სკოლის შენობაში ცხოვრება რვა ოჯახს უკიდურესად რთულ ვითარებაში უწევს. ნაგებობა ავარიულია, ხელისუფლება კი ალტერნატივას ყველაზე გაჭირვებულ ფენას არ სთავაზობს. რატომ? - ამაზე პასუხს მერია გაურბის. სოციალურად დაუცველების ეს პრობლემა არც 2024 წლის ბიუჯეტშია ასახული.