ცესკო-ს თავმჯდომარისა და წევრების შესარჩევი კონკურსი

ოლიგარქის პარტია დროს არ კარგავს. ცხრა დათქმისა და ვენეციის კომისიის რეკომენდაციების დარღვევით დამტკიცებული ცვლილებების აღსრულება დაიწყო. პარლამენტის სპიკერმა ცესკოს წევრებისა და თავმჯდომარის შესარჩევად კონკურსი გამოაცხადა. სავარაუდოა, რომ ხელისუფლების რჩეული ისევ კალანდარიშვილი იქნება, თანაც ამჯერად 5 წლიანი ვადით. ოპოზიცია საარჩევნო წელს ოცნების მიერ ცესკოს საბოლოო მიტაცებაზე ლაპარაკობს.