ცენზურის მორიგი მცდელობა ოცნების მხრიდან

ხელისუფლება მაუწყებლებზე ბერკეტების მოპოვებას ცდილობს. ქართული ოცნება თვითრეგულირების მექანიზმს ძირს უთხრის და მარეგულირებლის უფლებებს ზრდის. თავად მარეგულირებელს კი ოპონენტები პარტიის დაკვეთების შემსრულებლად მიიჩნევენ. პარლამენტში წარდგენილი ცვლილებები მედიაზე კონტროლის მოპოვებას ემსახურება.