წილოსანი: დღეს პოლიტიკურ განცხადებებში სრულიად მიუღებელი ფორმებით მიმართეს ქალ დეპუტატს

დღეს პოლიტიკურ განცხადებებში, ჩემთვის სრულიად მიუღებელი ფორმებით მიმართეს ქალ დეპუტატს. არასდროს მომეწონება გამოხატვის მსგავსი ფორმა და მნიშვნელობა არ აქვს, რა იყო ამის წინაპირობა.

წერს Facebook-ზე ქართული ოცნების დეპუტატი ნინო წილოსანი.

დღევანდელ წლენარულ სხდომაზე ქართული ოცნების დეპუტატებმა ირაკლი ბერაიამ და ალუდა ღუდუშაურმა ოპოზიცონერ დეპუტატებს - თეონა აქუბარდიასა და ანი წითლიძეს შეურაცხყოფა მიაყენეს.