რუსეთთან პირდაპირ ავიამიმოსვლის აღდგენის ინიციატორი საქართველოა - ამ ინფორმაციას რუსეთის ფედერაციის საბჭოს საერთაშორისო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე ადასტურებს. ამავე ცნობის მიხედვით, თბილისიდან მოსკოვში თხოვნა რამდენიმე კვირის წინ გაიგზავნა. საუბარია აეროფლოტის რეისებზე. დღესვე საკითხს ანტიდასავლური აქცენტებით გამოეხმაურა Georgian Airways-ის ხელმძღვანელი.