
აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია ფედერალურ უწყებებს ავალებს, გააუქმონ ჰარვარდის უნივერსიტეტთან დარჩენილი ყველა კონტრაქტი — რომლის საერთო ღირებულებაც დაახლოებით 100 მილიონ აშშ დოლარს შეადგენს. ამის შესახებ CNN-თან ორმა მაღალი თანამდებობის პირი ისაუბრა.
გადაწყვეტილება უკვე გადაცემულია შესაბამის უწყებებში. ჰარვარდი ბოლო პერიოდში კრიტიკის ცენტრში მოექცა იმის გამო, რომ, ტრამპის ადმინისტრაციის მტკიცებით, იგი უარს ამბობს პრეზიდენტის მოთხოვნების დაკმაყოფილებაზე, რაც განათლების, მმართველობისა და კურიკულუმის ცვლილებებს მოიცავდა.