
საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის განცხადებით, სტუდენტების, პედაგოგებისა და თანამშრომლების განცხადების საფუძველზე, გადაწყვიტა, რომ სტუდენტებს სტატუსი არ შეუწყვიტოს
სტუდენტების, პედაგოგებისა და თანამშრომლების განცხადებების საფუძველზე, უნივერსიტეტის საუკეთესო ინტერესებიდან გამომდინარე, რექტორმა მიიღო გადაწყვეტილება არ გამოიყენოს სტუდენტების მიმართ დისციპლინური პასუხისმგებლობის უკიდურესი ზომა - სტატუსის შეწყვეტა", - წერია განცხადებაში.
ამასთან, თეატრალური უნივერსიტეტის სტუდენტური მოძრაობის ცნობით, მათ სტატუსის აღდგენასთან დაკავშირებით არანაირი შეტყობინება მიუღიათ.
"ვრცელდება ინფორმაცია, რომ სტატუსი აღვიდგა, თუმცა არანაირი ოფიციალური მეილი ამის შესახებ არ მიგვიღია", - წერია სტუდენტების განცხადებაში.
***
10 მარტს პროტესტში მონაწილე სტუდენტების ნაწილს უნივერსიტეტმა სტუდენტის სტატუსი შეუჩერა.