თელასის ინფორმაციით, გადაუდებელი სამუშაოების ჩატარების გამო, დღეს, თბილისის რამდენიმე რაიონს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება.
შეზღუდვები შეეხება შემდეგ მისამართებს:
გლდანის რაიონი
გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გლდანის ხევის დასახლების, მუხიანის II მიკრორაიონის, გობრონიძის, სხვიტორის, ხანძთელის, ზაჰესის, რევოლუციის, ბარისახოს, უწერის, ტრაპაიძის, ანდრონიკაშვილის, ულიანოვის, ხეჩუაშვილის, ვარდევანის, ჭრებალოს, გაგრის, ჩიქვანაიას, მანაგაძის და სკოლის ქუჩების მოსახლეობას.
ვაკის რაიონი
გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 13:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: წყნეთი გზატკეცილის, ილია ჭავჭავაძის გამზირის (ნაწილობრივ), წყნეთის, ღოღობერიძის და რამიშვილის ქუჩების მოსახლეობას.
ისნის რაიონი
გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვარკეთილი-3 დასახლების I მიკრორაიონის, კუპრაძის, სუხიშვილის, საქართველოს ერთიანობისთვის მებრძოლთა და ალექსიძის ქუჩების მოსახლეობას.
გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვაზისუბნის I მიკრორაიონის, ბერი გაბრიელ სალოსის გამზირის, მშველიძის, მუსხელიშვილის და ხელოვანთა ქუჩების მოსახლეობას.
საბურთალოს რაიონი
გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დიღმის სასწავლო მეურნეობის, აღმაშენებლის ხეივნის, სოფელი დიღმის, სოფელი ჩალისპირების, რამაზის, აბაშიძე-ორბელიანის, ფატმანის, ვეფხისტყაოსნის, ავთანდილის, თინათინის, ერედვის, ტარიელის და დავარის ქუჩების მოსახლეობას.
გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ნუცუბიძის პლატოს IV მიკრორაიონის, ყაზბეგის გამზირის (ნაწილობრივ), ვაჟა-ფშაველას გამზირის (ნაწილობრივ), ქავთარაძის და ჩხიკვაძის ქუჩების მოსახლეობას.
სამგორის რაიონი
გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ალექსეევკის დასახლების, სამგორის დასახლების, ვარკეთილი-3 ზემო პლატოს, თრიალეთის, სანაძის და ქიზიყის ქუჩების მოსახლეობას.