თავდასხმა დმანისის ყოფილ მერზე - ვინ მფარველობს დანაშაულს?

დმანისის ყოფილ მერზე თავდასხმიდან სამი დღის შემდეგაც დასჯილი არავინაა, მედიას შინაგან საქმეთა სამინისტრო იმასაც არ ეუბნება, გამოჰკითხეს თუ არა ანგარიშსწორებაში დადანაშაულებული პირები. გიორგი ტატუაშვილი ხელს კობა მურადაშვილსა და დავით ოკმელაშვილს ადებს, მურადაშვილის ავტომობილი სროლის დროს აღბეჭდილ კადრებზეც ჩანს. ფორმულამ გაარკვია, რატომ დარჩა დანაშაული დაუსჯელი, წყარო გვიყვება, რომ ორივე პირი დმანისის პოლიციის უფროსმა მომხდარიდან მალევე თბილისში პირადად გააცილა. ფორმულას ინფორმაციით, თავდასხმის მონაწილეებს გომელაური მფარველობს.