ტურიზმის სფეროში დასაქმებულ მძღოლთა ასოციაცია ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს ეხმაურება და აღნიშნავენ, რომ მშვიდობიანი მომიტინგეების მიმართულებით ყოველგვარ ძალადობას ემიჯნებიან.
ასოციაციის განცხადებით, ევროპული მომავლის კურსიდან გადახვევა გამოიწვევს რა კონსტიტუციის დარღვევას, ხელს შეუშლის, როგორც თითოეული ინდივიდის განვითარებასა და წინსვლას.
"ასოციაცია შეშფოთებას გამოთქვამს ბოლოდროინდელ მოვლენებთან დაკავშირებით. ჩვენთვის ყოვლად მიუღებელია და ვემიჯნებით ყოველგვარი სახის ძალადობას, რომელიც ხორციელდება მშვიდობიანი მომიტინგეების მიმართულებით.
ჩვენი ორგანიზაცია მკაფიოდ გამოხატავს თავის აზრს და არჩევანს ევროპული მომავლისა და ევროინტეგრაციის შესახებ. ქართველმა ხალხმა საკუთარი ნება ევროატლანტიკური მომავლის შესახებ საქართველოს კონსტიტუციის 78-ე მუხლში გამოხატა. ევროპული მომავლის კურსიდან გადახვევა გამოიწვევს რა კონსტიტუციის დარღვევას, ხელს შეუშლის, როგორც თითოეული ინდივიდის განვითარებასა და წინსვლას, ისე ასოციაციის მიზნების შესრულებას, ტურიზმის სექტორის განვითარებას.
ასოციაციის წევრებს მოვუწოდებთ სიფრთხილისკენ! ჩვენ თქვენს გვერდით ვართ", - ნათქვამია განცხადებაში.