
ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ სამშაბათს, 18 მარტს რუსეთის პრეზიდენტთან ვლადიმერ პუტინთან საუბარს აპირებს.
"სამშაბათს პრეზიდენტ პუტინთან ვისაუბრებ. ბევრი სამუშაო შესრულდა შაბათ-კვირას"- თქვა ტრამპმა ჟურნალისტებთან.
დათმობების შესახებ დასმული შეკითხვის საპასუხოდ ტრამპმა თქვა: "ჩვენ ვისაუბრებთ მიწაზე. ჩვენ ვისაუბრებთ ელექტროსადგურებზე".
"ვფიქრობ, ჩვენ უკვე ბევრი გვაქვს განხილული ორივე მხრიდან, უკრაინის და რუსეთის მხრიდან. ჩვენ უკვე ვსაუბრობთ ამაზე, გარკვეული აქტივების გაყოფაზე"- განაცხადა ტრამპმა.