ტრამპის ადმინისტრაციამ აშშ-ის საელჩოებში სტუდენტური ვიზისთვის გასაუბრებების დანიშვნა შეაჩერა

ტრამპის ადმინისტრაციამ აშშ-ის საელჩოებში სტუდენტური ვიზისთვის გასაუბრებების დანიშვნა შეაჩერა

აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ განკარგულება გასცა, რომ მსოფლიოს მასშტაბით ამერიკის საელჩოებმა დროებით შეწყვიტონ სტუდენტური ვიზების გასაუბრებების ჩანიშვნა, რადგან ხელისუფლება ემზადება სტუდენტებისა და გაცვლითი პროგრამების მონაწილეებისთვის სოციალური მედიის გამკაცრებული შემოწმების ამოქმედებისთვის.

ოფიციალური მემორანდუმის მიხედვით, გამკაცრებულ შემოწმებას „მნიშვნელოვანი გავლენა“ ექნება საელჩოებისა და საკონსულოებზე. პროცესი შეეხება ყველა იმ ვიზას, რომელიც უცხოელ სტუდენტებსა და გაცვლითი პროგრამების მონაწილეებს ეხება.