
აშშ-ის პრეზიდენტი ამბობს, რომ ორ კვირაში დაადგენს სერიოზულად უყურებს თუ არა პუტინი მშვიდობის საკითხს.
წინააღმდეგ შემთხვევაში, მისი თქმით, რუსეთის პრეზიდენტს "ცოტა განსხვავებულად უპასუხებს."
"დაახლოებით ორ კვირაში შეგატყობინებთ. ჩვენ გავარკვევთ, გვეხმარება თუ არა ის [მშვიდობის დამყარებაში] და თუ არა, ჩვენ ცოტა განსხვავებულად ვუპასუხებთ", - განაცხადა ტრამპმა.
თუმცა აშშ-ის ლიდერი არ აკონკრეტებს თუ რა სახის ზომებზეა საუბარი და ჟურნალისტებს მხოლოდ ის უთხრა, რომ ის სიტუაციით უკმაყოფილოა და მისი მკაცრი ტონი ხმამაღლა უნდა მეტყველებდეს.
მისი თქმით, იგი შიშობს, რომ ამ ეტაპზე სანქციების დაწესებამ, შესაძლოა ხელი შეუშალოს შეთანხმების მიღწევის შესაძლებლობას.