სტუდენტური მოძრაობა თავისუფლებისთვის დღეს, 25 ოქტომბერს რუსთაველზე აქცია-მსვლელობას აანონსებს.
ახალგაზრდული ჯგუფები პარლამენტთან 19:00 საათზე შეიკრიბებიან.
"დღეს, გადამწყვეტი არჩევნების წინა საღამოს, ვიკრიბებით რუსთაველზე და მსვლელობით კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ ჩვენს თანამოქალაქეებს, მოვიდნენ არჩევნებზე და გამოიყენონ საკუთარი გადამწყვეტი ხმის უფლება ქვეყნის დემოკრატიული, ევროპული მომავლის გადასარჩენად!
გელოდებით საღამოს 7 საათიდან, პარლამენტის წინ!", - ნათქვამია Facebook-ზე გავრცელებულ ინფორმაციაში.