
მოძრაობა სოციალური დემოკრატიისთვის განცხადებას ავრცელებს და წერს, რომ "იუსტიციის სამინისტრო მათ რეგისტრაციაზე უარს ამბობს". განცხადების თანახმად, მოძრაობის წევრებს რეგისტრაციაზე უარის მიზეზი არ განუმარტეს და სამინისტრო არც ერთ პროცედურას იცავს.
"იუსტიციის სამინისტრო ჩვენს რეგისტრაციაზე უარს ამბობს. არც მიზეზს გვეუბნება და არც ერთ პროცედურას არ იცავს.
მოძრაობის სრულფასოვნად ფუქნციონირებისთვის, მოძრაობას სჭირდება ოფიციალური ფორმა, რის გამოც გადავწყვიტეთ, იურიდიულ პირად დავრეგისტირებულიყავით. 21 თებერვალს ამ მოთხოვნით მივმართეთ იუსტიციის სამინისტროს იურიდიულ პირთა რეესტრს. უწყებამ ჩვენს მიერ წარდგენილ დოკუმენტებში ხარვეზი იპოვა და მომდევნო დღეს გვაცნობა ამის შესახებ.
ჩვენ ეს ხარვეზი უმოკლეს ვადაში, 25 თებერვალს აღმოვფხვერით.
კანონი სამინისტროს ავალდებულებს, რომ ერთი დღის ვადაში (26 თებერვლის ბოლომდე) დავერეგისტრირებინეთ. თუმცა დღეს 6 მარტია და მათგან ჯერაც არაფერი ისმის. 27, 28 თებერვალს, 4 და 6 მარტს იუსტიციის სამინისტროს ცხელ ხაზზე დავრეკეთ და ვაცნობეთ ამ კანონდარღვევის შესახებ, თუმცა უშედეგოდ.
ამ თვითნებობით ჩვენი მოძრაობა ფერხდება. ამას აღვიქვამთ როგორც ჩვენს საქმიანობაში ჩარევას და ხელის შეშლას", - წერია განცხადებაში.