გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა პრემიერმინისტრ ირაკლი კობახიძესთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე ოცნების მიერ ინიცირებული რუსული კანონი გააკრიტიკა.
გერმანიის კანცლერმა იმედი გამოთქვა, რომ საქართველო კანონპროექტს არ მიიღებს და პარლამენტი გაითვალისწინებს როგორც ევროკავშირის, ასევე საქართველოს მოსახლეობის კრიტიკულ პოზიციას.
"ჩვენ ძალიან კრიტიკულად ვუყურებთ, ისევე როგორც მთელი ევროკავშირი ე.წ. აგენტების შესახებ კანონს და მას შემდეგ, რაც ეს კანონი შეჩერდა, ძალიან დიდი იმედი გვქონდა, რომ ის კიდევ ერთხელ არ დადგებოდა დღის წესრიგში. ახალი კანონპროექტი, პრაქტიკულად არ შეცვლილა, თითქმის იგივეა, რაც შარშან და ძალიან დიდი იმედი გვაქვს, რომ ამ კანონს არ მიიღებს საქართველო და პარლამენტი გაითვალისწინებს როგორც ჩვენს, ასევე საქართველოს მოსახლეობის კრიტიკულ პოზიციას", - თქვა შოლცმა. [სინქრონული თარგმანი]