შიდა ქართლის გუბერნატორმა თანამდებობა დატოვა

შიდა ქართლის რეგიონში სახელმწიფო რწმუნებულმა, მიხეილ შაყულაშვილმა თანამდებობა დატოვა. მისივე თქმით, წასვლის თაობაზე უშუალო ხელმძღვანელს შეუთანხმა და ოფიციალური განცხადება ჯერ არ გაუკეთებია.

"მივედი და ვუთხარი, რომ სურვილი მქონდა წასვლის და შესაბამისი პასუხიც მივიღე და ახლა დღეს თუ იმუშავებენ, მგონი, დასვენების დღეა, 8 მარტია, თუ იმუშავებენ, მივალ, თუ არა და ორშაბათს მივალ და დავწერ განცხადებას", – ამბობს შეყულაშვილი ფორმულასთან.

რაც შეეხება მიზეზს, შაყულაშვილი აცხადებს, რომ მრავალი წელია, რაც საჯარო მოხელეა და ახლა სურს, "საკუთარ თავსაც მიხედოს". რეპლიკაზე, რომ ის ყოფილი პრემიერმინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის კადრად მიიჩნევა, შაყულაშვილი ამბობს:

"მე სამსახური დავიწყე შევარდნაძის დროს და შესაბამისად, შევარდნაძის კადრი ვარ".

გორის, კასპის, ქარელისა და ხაშურის მუნიციპალიტეტში გუბერნატორის თანამდებობას 2022 წლიდან იკავებდა. ასევე, უცნობია, ვინ შეცვლის, თუმცა გავრც