შეთქმულების თეორია ფარცხალაძის საქმის სანაცვლოდ

ივანიშვილის ხელისუფლება საზოგადოების დასავლური არჩევანის წინააღმდეგ კიდევ ერთ ნაბიჯს დგამს - შეტევა სტრატეგიულ პარტნიორზე გრძელდება. USAID-ისა და ორგანიზაცია კანვასზე მიტანილი იერიში და სუს-ის განცხადება მნიშვნელოვან გზავნილს შეიცავს. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ტექსტში ნახსენებია სერბეთი და უკრაინა.