"სერგეი კოტოვი" შავი ზღვის ფსკერზე

ვლადიმერ პუტინის შემდეგ ჰააგის სასამართლომ 2 რუსი სამხედრო მაღალჩინოსნის დაკავების ორდერი გასცა. შორეული ავიაციის მეთაური სერგეი კობილაში საქართველოს წინააღმდეგ 2008 წლის ომის მონაწილეა, ვიქტორ სოკოლოვი კი რუსეთის შავი ზღვის ფლოტს ხელმძღვანელობს, რომელმაც დღეს კიდევ ერთი ხომალდი დაკარგა. წარმატებული სპეცოპერაცია უკრაინელებმა ქერჩის სრუტის მახლობლად განახორციელეს. ომის დაწყების შემდეგ უკრაინის ძალებმა შავი ზღვის ფსკერზე სულ მცირე 13 რუსული გემი გაისტუმრეს.