დაუსრულებელი სასამართლო პროცესები აქციის მონაწილეების წინააღმდეგ. სხდომათა დარბაზები გადატვირტულია, რადგან რეჟიმი მოქალაქეებს მასობრივად სჯის. პატიმრობა და სოლიდური ჯარიმები - მოსამართლეები ბრალდების მხარის მოტხოვნებს უსიტყვოდ ემორჩილებიან და აკმაყოფილებენ. დღეს პატიმრობაში დატოვეს კიდევ ორი ახალგაზრდა. პარალელურად მსახიობ ანა ტყებუცავას საქმის განხილვაც გაიმართა. მოსამართლე ადმინისტრაციულ საქმეზე გადაწყვეტილებას თებერვალში გამოაცხადებს. დღეს მსახიობმა სხდომაზე ყველას გაახსენა ჩემი ცოლიც დაქალების სიუჟეტი - ჯეკოსა და პოლიციელ ზვერაძის ისტორია.