
სისხლის სამართლის საქმე „მთავარი არხის“ წინააღმდეგ.
მთავარი არხი ვებ-გვერდზე განცხადებას ავრცელებს, რომლის თანახმადაც, გენერალური პროკურატურა ტელეკომპანიაში და მის კონტრაქტორ გაყიდვების სახლში შევიდა.
არხის განცხადებით, გამოძიება მთავარი არხის ერთ-ერთი დამფუძნებლის ზაზა ოქუაშვილის მიერ დანიშნული დირექტორის - გოგი ქურდაძის საჩივრის საფუძველზე დაიწყო, რომელიც მენეჯმენტსა და არხის თანადამფუძნებლებს ფინანსურ დარღვევებში ადანაშაულებს.