საქართველოს ოფიციალური ვიზიტით ისლანდიის პრეზიდენტი ეწვია

დღეს დილით თბილისში, ოფიციალური ვიზიტით ისლანდიის რესპუბლიკის პრეზიდენტი, გუდნი იოჰანესონი ჩამოვიდა.

ცნობილია, რომ გუდნი იოჰანესონი საქართველოს პრეზიდენტ, სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრას გამართავს, რომლის შემდეგაც ისინი ერთობლივ განცხადებას გააკეთებენ.

ვიზიტის ფარგლებში, ისლანდიის რესპუბლიკის პრეზიდენტი ასევე შეხვდება საქართველოს პრემიერმინისტრ, ირაკლი კობახიძესა და პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილს.

"ისლანდიის რესპუბლიკის პრეზიდენტი მონაწილეობას მიიღებს ასევე, საქართველო-ისლანდიის ბიზნესმენთა შეხვედრაში, რომელიც მრგვალი მაგიდის ფორმატში საქართველოს პირველი ვიცე-პრემიერის, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, ლევან დავითაშვილის მონაწილეობით გაიმართება.

ისლანდიის პრეზიდენტის ვიზიტის ფარგლებში, დაგეგმილია მისი ოფიციალური დელეგაციის წევრების შეხვედრები საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებთან: ისლანდიის რესპუბლიკის გარემოს, ენერგეტიკისა და კლიმატის მინისტრი გუდლაუგურ ფორ ფორდარსონი საქართველოს ვიცე - პრემიერს და საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრს შეხვდება", - ნათქვამია პრეზიდენტის ადმინისტრაციის განცხადებაში.