საგარეჯოში მომხდარი მკვლელობის ფაქტზე მოქალაქე დააკავეს

საგარეჯოში მომხდარი მკვლელობის ფაქტზე მოქალაქე დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს თქმით, საგარეჯოში მიმხდარი მკვლელობის ფაქტზე, 1984 წელს დაბადებული გ.ქ. დააკავეს.

"გამოძიებით დადგინდა რომ, ბრალდებულმა საგარეჯოს მუნიციპალიტეტში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე 1987 წელს დაბადებულ გ.ფ.-ს ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით გულმკერდის არეში სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად სამართალდამცველებმა ბრალდებული ცხელ კვალზე დააკავეს", - წერს შსს.

განზრახ მკვლელობის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს.

დანაშაული 10-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.