საბურთლოზე სასიკვდილოდ დაჭრილი კაცი კონსერვატორიის სტუდენტი იყო

საბურთლოზე სასიკვდილოდ დაჭრილი კაცი კონსერვატორიის სტუდენტი იყო

საბურთალოზე შელაპარაკებისას დაჭრილი და შემდეგ გარდაცვლილი ახალგაზრდა კაცი კონსერვატორიის სტუდენტი, ფლეიტისტი გიორგი საყურაშვილია. ინფორმაციას თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია ავრცელებს.

როგორც კონსერვატორიის განცხადებაშია აღნიშნული, მძიმე ჭრილობების გამო ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს.

"თვითმხილველთა ინფორმაციით, იგი დაპირისპირებულებს აშველებდა. გიორგი იყო ძალიან ნიჭიერი, კარგად აღზრდილი და ნამდვილად დიდი მომავლის მქონე ახალგაზრდა მუსიკოსი", - წერია განცხადებაში. 27 სექტემბერს თბილისში, საბურთალოს ქუჩაზე რამდენიმე ადამიანი ერთმანეთს ნაუპირისპირდა. გავრცელდა რამდენიმე ადამიანის დაჭრის შესახებ ინფორმაცია. კონფლიქტის საფუძველზე ჩადენილი განზრახ მკვლელობის ფაქტზე პოლიციამ 1 ადამიანი დააკავა.