სააკაშვილი: ვაპირებ, სათავეში ჩავუდგე ენმ-ის პოლიტიკური აქტივობის კომიტეტს

მე ვაპირებ, რომ ჩავუდგე სათავეში ნაციონალური მოძრაობის პოლიტიკური აქტივობის კომიტეტს, ე.წ ბორდს. ვიყო ამ ბორდის თავმჯდომარე, თუ ამ ბორდს დაუჭერენ მხარს პარტიის რიგითი წევრები. ამ ბორდში შემოვლენ პარტიის ლიდერები, მაგრამ ასევე ბევრი საზოგადოებრივად აქტიური მოღვაწე. მე მზად ვარ, რომ ამ არჩევნებში ვიყო აბსოლუტურად წინა ხაზზე ჩვენნი პოლიტიკური ბრძოლის. აქ წყდება საქართველოს ყოფნა-არყოფნის საკითხი.

თქვა საქართველოს მესამე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა თავის სასამართლო პროცესზე.