რუსეთი - არჩევნები არჩევანის გარეშე

არჩევნები არჩევანისა და თავისუფალი ნების გარეშე. პუტინმა 87 პროცენტით გაიმარჯვა და ძალაუფლება კიდევ 6 წლით გაიხანგრძლივა. რუსი დიქტატორი ხელისუფლებაში 2001 წლიდანაა. პირველი მილოცვებიც სწორედ რეჟიმებისგან მიიღო. დასავლეთი კი არჩევნებს არ აღიარებს და გმობს ოკუპირებულ ტერიტორიებზე, მათ შორის საქართველოს ოკუპირებული რეგიონებში ჩატარებულ კენჭისყრას.