როგორ ვიყიდით ბილეთებს?

როდის დაიწყება ევრო-2024-ზე უეფასგან გამოყოფილი ბილეთების გაყიდვა. საზოგადოება ფეხბურთის ფედერაციის პასუხს ელოდება, რომელიც, თავის მხრივ, დეტალებს უეფასთან არკვევს. ჯერჯერობით არც ისაა გარკვეული, რომელ პლატფორმაზე შეეძლებათ გულშემატკივრებს ბილეთების შეძენა. უცნობია რაოდენობაც. გულშემატკივარს ორი ვარიანტი აქვს - ან ფეხბურთის ფედერაციისთვის უეფას მიერ გადაცემული ბილეთების ყიდვა ან ალტერნატიულ საიტებზე შეძენა, სადაც ფასი გაცილებით მაღალია.