რატომ დაესხნენ თავს ჩხოროწყუს მერს?

ჩხოროწყუს მერიის სპორტის განყოფილების ყოფილმა უფროსმა სამსახურის დაკარგვის შემდეგ შესაძლოა თავისუფლებაც დაკარგოს. პოსტიდან გათავისუფლებული ედემ კვარაცხელია მერზე თავდასხმის ბრალდებით დააკავეს. ჩინოვნიკსა და მერს შორის ინციდენტი სოფელ მუხურში მოხდა.