ფემიციდის ქვეყანა - შაბათის ფორმულა

განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილი მკვლელობა - 21 წლის ქეთი ჯავახიშვილი, 27 თებერვალს, დილის 10 საათზე, რამდენიმესაათიანი ძებნის შემდეგ, მამამ, სახლთან ახლოს, მოკლული იპოვა. გოგო, სახლიდან მეგობრის ზარის შემდეგ, ღამით გავიდა, რის შემდეგაც ოჯახმა მისი ძებნა დაიწყო. დანაშაულის ადგილზე ნაპოვნი მობილური ტელეფონით, სამართალდამცველებმა, სავარაუდო მკვლელის ვინაობა მალევე დაადგინეს. ოთარ ცინდელიანი, რომელმაც 21 წლის ქეთის 59 ჭრილობა მიაყენა, პოლიციამ, ზუგდიდში დააკავა. ბრალდებულს წინასწარი პატიმრობა შეუფარდეს