მოსამართლე ტომოკე აკნე, რომელმაც რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის დაკავების ორდერი გასცა, სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პრეზიდენტი გახდა.
ის ICC-ს სამი წლის განმავლობაში უხელმძღვანელებს.
აკნეს განცხადებით, საქმიანობის მანძილზე ფოკუსირებას მოახდენს წევრ ქვეყნებთან დიალოგის გაძლიერებაზე და ითანამშრომლებს ქვეყნებთან, რომლებსაც ჯერ რომის სტატუსის რატიფიცირება არ მოუხდენიათ.
2023 წლის მარტში ICC-მა უკრაინელი ბავშვების დეპორტაციის გამო პუტინისა და რუსეთში ბავშვთა უფლებების კომისრის, მარია ლვოვა-ბელოვაზე დაკავების ორდერი გასცა. ბრძანებას ხელი მოსამართლეებმა ტომოკე აკნემ და როსარიო აიტალემ მოაწერეს.
პასუხად, ამავე წლის მაისში რუსეთის საგამოძიებო კომიტეტმა როსარიო ატელიეს "უცხო სახელმწიფოს წარმომადგენელზე თავდასხმის მომზადებაში" ბრალი დაუსწრებლად წაუყენა. ამასთან, ის ფედერალურ ძებნილთა სიაშიც შეიყვანეს. ამავე სიაშია შეყვანილი მოსამართლე ტომოკე აკნეც.