პუტინის არჩევნები რუსეთის ქალაქებზე შეტევის ფონზე

საბრძოლო მოქმედებები რუსეთის ტერიტორიაზე. დრონებით უტევენ ბელგოროდისა და კურსკის ოლქებს. ლაპარაკია სასაზღვრო რაიონებზე, სადაც ქალაქებში სამხედრო ობიექტებს ურტყამენ.

რუსეთის შეიარაღებული ძალების წინააღმდეგ იბრძვის რუს მოხალისეთა კორპუსი, რომლის მიზანი ქვეყნის პუტინის რეჟიმისგან გათავისუფლებაა. შეიარაღებული ჯგუფები მოუწოდებენ ბელგოროდისა და კურსკის მოსახლეობას დატოვონ დასახლებული პუნქტები.