პროტესტი რეპრესიული კანონის წინააღმდეგ

იმპიჩმენტის პარალელურად ოცნებამ დრო არ დაკარგა. ხელისუფლების პრიორიტეტი პროტესტის ჩახშობაა, შეზღუდეს კარვებისა და დროებითი კონსტრუქციების განთავსება. ორშაბათს ინიცირებული ცვლილებების პროექტი დღეს სამივე მოსმენით დამტკიცდა. ბოლო კენჭისყრა ცოტა ხნის წინ იყო. პარლამენტთან კი კარვები გაიშალა.