პროკურატურამ ჭაბუკიანის ქუჩაზე განზრახ მკვლელობის ბრალდებით ერთ პირი დააკავა

პროკურატურამ ჭაბუკიანის ქუჩაზე განზრახ მკვლელობის ბრალდებით ერთ პირი დააკავა

საქართველოს პროკურატურის ცნობით, თბილისში მომხდარი განზრახ მკვლელობის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს.

მათივე ინფორმაციით, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 27 სექტემბერს, თბილისში, ჭაბუკიანის ქუჩაზე, ურთიერთშელაპარაკებისას ბრალდებულმა დაზარალებულს, დანით გულმკერდის არეში ჭრილობები მიაყენა.

როგორც ცნობილია, მიყენებული დაზიანების შედეგად დაზარალებული საავადმყოფოში გარდაიცვალა.

პოლიციამ ბრალდებული იმავე დღეს დააკავა. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით (განზრახ მკვლელობა) წარედგინა, რაც სასჯელის ზომად 10-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.