პრეზიდენტთან ბრძოლის ახალი მიმართულება

ქართული ოცნების თავდასხმის მორიგი სერია საქართველოს პრეზიდენტზე. ამჯერად სალომე ზურაბიშვილს პატრიარქსა და ეკლესიასთან ბრძოლა დასდეს ბრალად. მმართველი პარტიის წარმომადგენლები მთელი დღის განმავლობაში იმეორებდნენ საერთო გზავნილს ისე, რომ სიტყვებსაც არ ცვლიდნენ. ყველაზე ხშირად ისმოდა სიტყვა "გამაოგნებელი". საქმე ეხება ზურაბიშვილის გამოსვლას, სადაც მას შეკითხვა დაუსვეს რუსულ გავლენებზე საპატრიარქოში.