პოლონეთის საელჩო საქართველოში შემოსვლის მსურველი EU-ის მოქალაქეებისთვის განცხადებას ავრცელებს

პოლონეთის საელჩო საქართველოში შემოსვლის მსურველი EU-ის მოქალაქეებისთვის განცხადებას ავრცელებს

საქართველოში პოლონეთის საელჩო განცხადებას ავრცელებს ევროკავშირის იმ მოქალაქეებისთვის, რომლებსაც ქვეყანაში შემოსვლა სურთ.

მთავრობის მხრიდან ქვეყანაში შემოსვლაზე უარის თქმის მრავალი შემთხვევის გამო, საელჩო აღნიშნულ ადამიანებს მოუწოდებს მგზავრობამდე გაითვალისწინონ, არსებობს თუ არა ინდივიდუალური ფაქტები, რომელიც გაზრდის საქართველოში არ შემოშვების რისკს.

საელჩოს განცხადებით ეს რისკები შეიძლება მოიცავდეს, აქციებში მონაწილეობას, ან აქტივობას სოციალურ ქსელებში.

პოლონეთის საელჩო EU-მოქალაქეებს ასევე აფრთხილებს, რომ აქციებში მონაწილეობისთვის მათ შესაძლოა ჯარიმებიც დაეწესთ.

"საქართველოში უცხოელების, მათ შორის ევროკავშირის წევრი ქვეყნების მოქალაქეების, შემოსვლაზე უარის თქმის მრავალი შემთხვევის გამო, ქვეყანაში გამგზავრებამდე, გთხოვთ, გაითვალისწინოთ, თქვენს ინდივიდუალურ შემთხვევაში არსებობს თუ არა ფაქტორები, რომლებიც ზრდის შემოსვლაზე უარის თქმის რისკს: ეს შეიძლება მოიცავდეს დემონსტრაციებში მონაწილეობას ან მათ სიახლოვეს ყოფნას, ასევე სოციალურ მედიაში გარკვეულ აქტივობებს. შეგახსენებთ, რომ უცხოელის შეშვებისას საქართველოს ხელისუფლებას აქვს სუვერენული უფლება, შეაფასოს რისკ-ფაქტორები და შესვლაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილება შეიძლება ასევე გავრცელდეს საქართველოს მოქმედი ბინადრობის ნებართვის მფლობელებზეც. ასევე გვსურს აღვნიშნოთ, რომ დემონსტრაციებში მონაწილეობისთვის, თუნდაც სავარაუდო ჩართულობის გამო, უცხოელებს შეიძლება დაეკისროთ მაღალი ჯარიმები, რომელთა გადახდაც საქართველოში ხელახლა შესვლისთვის შესაძლოა დაუყოვნებლივ იყოს საჭირო", - წერია პოლონეთის საელჩოს განცხადებაში.