ცვლის თუ არა ქართული ოცნება რეგლამენტს ნაციონალური მოძრაობის ფრაქციის ყოფილი წევრების გამო. კიდევ ერთი სკანდალი მწიფდება პარლამენტში. დეპუტატები, რომლებმაც მხარი დაუჭირეს ოცნების ფავორიტებს იუსტიციის უმაღლეს საბჭოში, პოლიტიკური ჯგუფის შექმნას შეძლებენ. მსგავსი შესაძლებლობა ორი კვირის წინ გოცირიძე დეკანოიძეს არ მიეცა. ოპოზიცია ღიად ამბობს, რომ მაჭუტაძე, ჩხეიძეები და ქარდავა ოცნებამ ხმის სანაცვლოდ დაასაჩუქრა.