
"ღრმად მწამს, რომ პირველ რიგში, ექიმები უნდა იყვნენ ამაზე ინფორმირებული. კამპანია და სტრატეგიაა საჭირო ექიმებისთვისთვის სწორი ცოდნის მისაწოდებლად," - ინტერვიუ მედიცინის დოქტორ, მკვლევარ როჰან ანდრადე დე სექუერასთან.
რა ვიცით ნივთიერება ნიკოტინის შესახებ. როგორ ზეგავლენას ახდენს ადამიანის ორგანიზმზე?
ნიკოტინი ქიმიური მივთიერებაა, რომელსაც თამბაქო შეიცავს. ის გვხდება სხვა მცენარეებშიც, თუმცა ნაკლები დოზით. ნიკოტინი სტიმულანტია, შესაბამისად, როცა ადამიანის ორგანიზმში ხვდება ასტიმულირებს ტვინში დოპამინის გამოყოფას. დოპამინი ბედნიერების განცდის მომტანი ჰორმონია. ის გამოიყოფა, როცა ვიღებთ კოფეინს, ვჭამთ შოკოლადს ან თუნდაც, როცა შეყვარებული ვართ. როცა ამ ბედნიერების მოწოლას გრძნობ, მასზე დამოკიდებული შეიძლება, გახდე. ნიკოტინს ახლავს ორგანიზმში აღტკინების მატება, უფრო დიდხანს ხარ ფხიზლად და კმაყოფილების გრძნობა ახლავს. თუ ბევრ ნიკოტინს მიიღებ, გულისცემას ზრდის და სუნთქვას ანელებს. ჭარბი მოხმარება პრობლემებს ქმნის თავისთავად.
ალტერნატიულ პროდუქტებს ხშირად აკრიტიკებენ, რომ ის შეიცავს დამოკიდებულების გამომწვევ პროდუქტს. რა არის ნიკოტინის როლი ზიანის შემცირებაში?
ნიკოტინი დემონიზებულია, როგორც ნივთიერება იმიტომ, რომ ათასწლეულებია მოწევასთან არის ასოცირებული. ადამიანები 5 ათასი წელია ეწევიან. თუმცა, მხოლოდ მეოცე საუკუნეში აღმოაჩინეს მეცნიერებმა, რომ მოწევა სიმსივნესთანაა კავშირში. მანამდე ეს ინფორმაცია არ არსებობდა. ინდუსტრიის პასუხი ნიკოტინის შემცირება იყო და ერთმილიგრამიანი სიგარეტებიც გაჩნდა მაშინ. არადა, ეს არ იყო პრობლემა. ნიკოტინი არ იწვევს სიმსივნეს, წვა იწვევს. პრობლემა წვა იყო და მათ ნიკოტინი შეამცირეს. ზიანის შემცირება იმაშია, რომ წვა ამოიღო ნიკოტინის მოხმარებიდან.
რა მტკიცებულებებს ეფუძნება მტკიცება, რომ უკვამლო პროდუქტები ნაკლებ საზიანოა? რა არის ბოლო სამედიცინო მიგნებები და ინფორმაცია ამ თემაზე?
ერთერთ სტატიას დავაციტირებ, რომელიც მნიშვნელოვანია ჩემთვის, როგორც კარდიო-ვასკულარული მიმართულების სპეციალისტისთვის. 2 წლის წინ ჩატარდა კვლევა, რომელშიც 100-მა მწეველი მონაწილეობდა. 25-ს მოწევა გააგრძელებინეს, 25 ალტერნატიულ, ნაკლებ საზიანო პროდუქტებზე გადაიყვანეს, 25-ს მისცეს საღეჭი ნიკოტინი და 25-ს შეაწყვეტინეს მოწევა.
100-ვე სამედიცინო მეთყვალყურეობის ქვეშ იყო ნახევარი წლის განმავლობაში. მათ სისხლისა და შარდის ანალიზები უტარდებოდათ გულის დაავადებების მარკერის გამოსაკვლევად. როცა ეწევი, მაღლა იწევს გარკვეული მარკერები, რომელმაც გული შეიძლება დააზიანოს. საუკეთესო შედეგები ჰქონდათ იმათ, ვინც მოწევა შეწყვიტეს. ბუნებრივია, საუკეთესო ვარიანტი მოწევის შეწყვეტაა. ვინც მოწევა განაგრძო, მათი მარკერები უცლელი დარჩა, ხოლო ვინც ალტერნატიულ და ორალურ პროდუქტზე გადაიყვანეს, მათი მარკერები გაუმჯობესდა - 70%-იანი ვარდნა იყო მარკერებში, რომელიც გულის დაავადებების რისკებს შეეხება.
მწეველებს ხშირად არ აქვთ ინფორმაცია ალტერნატიულ პროდუქტებზე, განსაკუთრებით ჩემს ქვეყანაში, საქართველოში. ალბათ, სხვა ქვეყნებშიც არის ეს პრობლემა, როცა ადამიანს დიდი გადაწყვეტილების მიღებს უწევს ცხოვრების წესის შეცვლის შესახებ, რა მნიშვნელობა აქვს ინფორმაციის მიწოდებას და როგორ ხდება ეს სხვა ქვეყნებში?
ღრმად მწამს, რომ პირველ რიგში, ექიმები უნდა იყვნენ ამაზე ინფორმირებული. კამპანია და სტრატეგიაა საჭირო ექიმებისთვისთვის სწორი ცოდნის მისაწოდებლად. 2023 წელს ათასობით ექიმს კითხეს კვლევის ფარგლებში, რა იცოდნენ ნიკოტინის შესახებ. მათ 90%-ს არასწორი ინფორმაცია ქონდა, რომ უშუალოდ ნიკოტინია კიბოს გამომწვევი. ამ პირობებში ზიანის შემცირება არ გამოდის. პირველ რიგში, ექიმებს სჭირდებათ ინფორმირება ალტერნატივებზე.
ცხადია, ჭარბად გამოყენება არც ნიკოტინის ვარგა, თუმცა მისი ზომიერად გამოყენება არ იწვევს სიმსივნესა და გულის დაავადებებს. მეტი მტკიცებულება თუ გნებავთ, შვედეთის მაგალითს მიაქციეთ ყურადღება. კიბოს რისკ ფაქტორები იქ შემცირებულია და მოწევის პრევალენტობაც დაბალია.