რა სტრატეგიით აპირებს ოპოზიცია წინასწარ დაანონსებული დიქტატორული რეჟიმის დამარცხებას? უმეტესობამ გამოსავალი გაერთიანებაში დაინახა, - და ეს მისია იმდენად მნიშვნელოვანი აღმოჩნდა, რომ წარსულში რადიკალურად დაპირისპირებული პოლიტიკოსები, ახლა კამერების წინ პოზირებენ ჩახუტებით, ხელის ჩამორთმევით და ერთი ტრიბუნის გაყოფით. მიუხედავად ამისა, პოლიტიკურ სპექტრში ისეთი პარტიებიც აღმოჩდნენ, ვისაც მარტო ბრძოლის გასაგრძელებლად არცერთი სოციოლოგიური კვლევა ზურგს არ უმაგრებს, მაგრამ მაინც დამოუკიდებლად აპირებენ არჩევნებში მონაწილეობას. მნიშვნელოვანია, რომ დედაქალაქსა და რეგიონში ოპოზიციონერი პოლიტიკოსები მოქალქეებს მუდმივად აწვდიან ინფორმაციას საარჩევნო პროცედურების შესახებ, მაგრამ პოლიტიკური გადაჯგუფებების ფონზე, მოქალაქეების ნაწილი მაინც დაბნეულია. - ვინ რა ნომრითა და სახელით გავა არჩევნებზე. როგორია პროცედურები და ვადები.