პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადებით, 25 ნოემბერს, 12:00 საათზე პარლამენტის სხდომა დაიწყება. სხდომას უხუცესი წევრი, ლადო კახა წარუძღვება.
როგორც პაპუაშვილმა აღნიშნა, დღის წესრიგის პირველი საკითხი უფლებამოსილების ცნობა იქნება - მოხდება პარლამენტის თავმჯდომარის, მისი მოადგილეების და კომიტეტების ხელმძღვანელების არჩევა.
რაც შეეხება სასესიო მიმდინარე კვირას, დღის წესრიგით გათვალისწინებული იქნება პრეზიდენტის არჩევის თარიღის ჩანიშვნა და ახალი მთავრობისთვის ნდობის გამოცხადება, სამთავრობო პროგრამასთან ერთად.
"კვირის განმავლობაში დღის წესრიგში ასევე იქნება პრეზიდენტის არჩევის თარიღის ჩანიშვნა და ახალი მთავრობისთვის ნდობის გამოცხადება, სამთავრობო პროგრამასთან ერთად. შესაბამისად, მომავალ კვირას, პარლამენტის უფლებამოსილების ცნობასთან ერთად, ნდობას გამოვუცხადებთ მთავრობას და მომავალი კვირის ბოლოსთვის უკვე გვექნება სრულად როგორც ფუნქციონირებადი მე-11 მოწვევის პარლამენტი, ისე ახლად დამტკიცებული მთავრობა", - თქვა პაპუაშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე.
***
"ამოიღე ხმა! დაიბრუნე ხმა!" - ამ სახელწოდებით, 25 ნოემბერს, 09:00 საათზე, პარლამენტის უკან აქცია გაიმართება.