პარლამენტის დელეგაცია ვიზიტით თურქმენეთის დედაქალაქში ვიზიტით იმყოფებოდა. როგორც საკანონმდებლო ორგანოს ვებგვერდზეა აღნიშნული, ვიზიტი 21-23 მაისს საპარლამენტო თანამშრომლობის ფარგლებში შედგა.
ვიზიტის დროს საპარლამენტო დელეგაცია შეხვდა თურქმენეთის ახალი მოწვევის მეჯლისის თავმჯდომარეს, დუნიაგუზელ გულმანოვას.
"შეხვედრაზე ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის საკითხების ფართო სპექტრი მიმოიხილეს. მხარეებმა ხაზი გაუსვეს საქართველოსა და თურქმენეთს შორის არსებულ მეგობრულ ურთიერთობებს და ისაუბრეს თანამშრომლობის გაღრმავების შემდგომ პერსპექტივებზე.
განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო საკანონმდებლო ორგანოების შესაბამის კომიტეტებსა და მეგობრობის ჯგუფებს შორის თანამშრომლობის გააქტიურებას, ასევე, საპარლამენტო დიპლომატიის კუთხით ვიზიტების გაცვლის მნიშვნელობას. ხაზი გაესვა რეგიონული მნიშვნელობის პროექტებში მხარეთა აქტიური თანამშრომლობის საჭიროებას: სატრანსპორტო, სატრანზიტო, ენერგეტიკულ, სავაჭრო, ეკონომიკურ, ჰუმანიტარულ, საგანმანათლებლო და სხვა მნიშვნელოვან სფეროებში", - აღნიშნულია პარლამენტის განცხადებაში.
საპარლამენტო დელეგაციის ხელმძღვანელმა, დავით მათიკაშვილმა, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის სახელით, თურქმენეთის მეჯლისის თავმჯდომარე საქართველოში მიიწვია.