ოცნებამ კანონმდებლობაში "სამშობლოს ღალატის" მუხლი დააბრუნა

ოცნებამ კანონმდებლობაში "სამშობლოს ღალატის" მუხლი დააბრუნა

ოცნების პარლამენტმა კანონმდებლობაში ხელახლა დააბრუნა სამშობლოს ღალატის მუხლი, რომელიც საქართველოს მოქალაქისა და ქვეყანაში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირის მიერ გარკვეული დანაშაულის ჩადენას ითვალისწინებს.

განმარტებითი ბარათის მიხედვით, სამშობლოს ღალატად ჩაითვლება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 308-319-ე მუხლებით გათვალისწინებული დანაშაულები, მათ შორის, მაგალითად, სახელმწიფო საიდუმლოების გაცემის შემთხვევა.

ახალი რეგულაცია ასევე განსაზღვრავს, თუ ვინ ჩაითვლება თავდაცვის ძალების, სახელმწიფო ან საზოგადოებრივი უსაფრთხოების დაცვაზე პასუხისმგებელი ორგანოს თანამშრომლად. შესაბამისი პირები "მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ" საქართველოს ორგანული კანონით განისაზღვრებიან.