ორგანიზებული თავდასხმა ბათუმში

ორგანიზებული თავდასხმა ბათუმში

ტიტუშკებად არიან ქცეული ე.წ. დეპუტატებიც. აქაც სჯიან არა იმას, ვინც დანაშაულს ჩადის, არამედ მას ვისაც თავს ესხმიან და ფიზიკურად უსწორდებიან. ასეთი რეალობის წინაშე შეიძლება, ყოფილი პრემიერიც დადგეს. თავდასხმის შემდეგ გიორგი გახარიას რეჟიმი პირიქით ემუქრება პატიმრობით. დღეს ოცნებამ თქვა - გახარია უნდა დაფიქრდეს, ხომ არა აქვს ადგილი პოლიტიკური თანამდებობის პირზე თავდასხმის მცდელობას, რაც მძიმე მუხლია. პოლიტიკურ თანამდებობის პირში რეჟიმი დიმიტრი სამხარაძეს გულისხმობს, რომელიც თანმხლებ პირებთან ერთად სასტუმრო შერატონში ჯერ ჟურნალისტ ზვიად ქორიძეს დაესხა თავს, შემდეგ კი ფიზიკურად გიორგი გახარიას გაუსწორდნენ.