3 ოპოზიციური კოალიციის გაერთიანება დღეს, 19:00 საათზე პარლამენტთან აქციას გამართავს.
როგორც მათ მიერ გავრცელებული განცხადებიდან ირკვევა, აქციაზე მივა საქართველოში ვიზიტით მყოფი ევროკავშირის 8 ქვეყნის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარეების დელეგაციაც.
"დღეს, 11 ნოემბერს, 19:00 საათზე, ვიკრიბებით პარლამენტთან, რომ მთელ მსოფლიოს კიდევ ერთხელ ხმამაღლა ვუთხრათ - საქართველო ევროპაა! აქციის მონაწილეებს სიტყვით მიმართავენ 8 ქვეყნის პარლამენტის საგარეო კომიტეტების თავმჯდომარეები, რომლებიც საქართველოში დღეს ჩამოვიდნენ", - ნათქვამია ინფორმაციაში.